BenBen – ბუნებრივი მინერალებისგან დამზადებული უნიკალური ხელნაკეთი სახელურები საქართველოდან

BENBEN | ბენბენი“

„Benben|ბენბენი“ – ბუნებრივი მინერალებისაგან დამზადებული ხელნაკეთი სახელურები.

ჩვენი ისტორია

ბენბენი პირველად ძველ ეგვიპტეში, უკვდავი ფრინველის – ფენიქსის ტაძარში აღმოაჩინეს.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების აზრით, ბენბენი მეტეორიტის ნატეხი იყო, ადრეულ საუკუნეებში იგი მისტიურ, იდუმალ ქვად მიაჩნდათ, რომელიც იმ ბორცვად გადაიქცა, სადაც შემოქმედი ღმერთი ატუმი დაეშვა. მოგვიანებით კი ეს ბორცვი პატარა პირამიდად იქცა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ადგილას დაეცა მზის პირველი სხივი დედამიწაზე.
ბენბენი აღდგომისა და ხელახლა დაბადების, ცხოვრების ციკლის სიმბოლოა, ისევე, როგორც ნაცრისფერი წეროს სახით გამოსახული ფენიქსი.
ობელისკების წვერებზე, პირამიდებსა თუ კუპიურებზე დღემდე ვხვდებით მისტიური ქვის, სიცოცხლისა და დროთა ციკლის ცვლილებების სიმბოლოს.
სწორედ ამ სულისკვეთებით შეიქმნა კომპანია ბენბენი საქართველოში, რომელიც მარმარილო-გრანიტისა და რიყის ქვის ხელნაკეთ სახელურებს აწარმოებს.
მინერალები უნიკალური ტექნოლოგიით მუშავდება და თანამედროვე ინტერიერში სრულყოფილ ადგილს იკავებს. არამხოლოდ ქვების, არამედ სახელის ენერგეტიკა, ავეჯსა და გარემოს სიმყუდროვესა და სიდიადის ელფერს სძენს.
ჩვენი სახელურები მუშავდება 10 000 ნომრამდე საპრიალებელი რგოლით,რაც უზრუნველჰყოფს პროდუქტის უმაღლეს ხარისხს,რომელიც მოწმდება ლაბორატორიაში,შედეგად ვიღებთ უკონკურენტო პროდუქტს.
ზემოთ

ძიება benben.ge

ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

დაგავიწყდა პაროლი? გთხოვთ შეიყვანეთ მომხამრებელი ან ელ-ფოსტა. პაროლის განახლების ბმულს მიიღებთ ელ-ფოსტაზე.

კალათა (0)